ბრონქიოლიტი - ფილტვის ინფექცია ბავშვებსა და ჩვილებში

ბრონქიოლიტი - ფილტვის ინფექცია ბავშვებსა და ჩვილებში

რა არის ბრონქიოლიტი?

ბრონქიოლიტი გავრცელებული ფილტვის ინფექციაა ბავშვებსა და ჩვილებში.

ბრონქიოლიტის გამო ფილტვის წვრილი სასუნთქი გზები ლორწოთი იხშობა, ვითარდება შეშუპება და გაღიზიანება. როგორც წესი, დაავადების გამომწვევი მიზეზი ვირუსია.

ბრონქიოლიტი გაციების მსგავსი სიმპტომებით იწყება, თუმცა დროთა განმავლობაში პროცესი მწვავდება. დაავადების პროგრესირებისას პატარა ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს სუნთქვის პრობლემები. ბრონქიოლიტის სიმპტომები გრძელდება ერთიდან 2 კვირამდე, თუმცა სავსებით მოსალოდნელია უფრო ხანგრძლივი მიმდინარეობაც ჰქონდეს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ბავშვების უმეტესობა უმჯობესდება შინ, ანუ ბრონქიოლიტი ექვემდებარება მკურნალობას სახლის პირობებში, თუმცა ზოგიერთი პატარა ჰოსპიტალიზირებას საჭიროებს.

აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს თუ სიმპტომები სერიოზულ სახეს მიიღებს და განსაკუთრებით მაშინ თუ პაციენტი 12 კვირამდე ასაკისაა, ანამნეზში უფიქსირდება გულის პრობლემები ან დღენაკლულია.

ბავშვი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკაში შემდეგი სიმპტომების დროს:

  • ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტის გამო კანმა, ტუჩმა და ფრჩხილმა მიიღო ლურჯი ან ნაცრისფერი შეფერილობა;
  • უჭირს სუნთქვა, ვერ საუბრობს ან ტირის;
  • სწრაფად სუნთქავს ჭამის ან სმის დროს;
  • სწრაფი სუნთქვა;
  • სუნთქვისას ისმის ხრიალის ხმა;
  • ყოველი ამოსუნთქვისას ცხვირში ღრუტუნი გესმით;
  • ნელა მოძრაობს;
  • საერთო სისუსტე და დაღლილობა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bronchiolitis/symptoms-causes/syc-20351565