ათეროსკლეროზი - რისკ-ფაქტორები და გამომწვევი მიზეზები

ათეროსკლეროზი - რისკ-ფაქტორები და გამომწვევი მიზეზები

რა ტიპის გართულებებს იწვევს ათეროსკლეროზი?

ათეროსკლეროზი სერიოზული პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ქვეითდება.

მედიკოსების აზრით, დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

  • მაღალი ტრიგლიცერიდები, ქოლესტეროლი;
  • თამბაქოს პროდუქცია;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • დიაბეტი.

ათეროსკლეროზისეული დაზიანება რამდენიმე სტადიას მოიცავს და პროცესი დროთა განმავლობაში ყალიბდება. ეს ეტაპებია:

  • ენდოტელიალური დაზიანება და იმუნური რეაქცია;
  • ცხიმოვანი შტრიხების ფორმირება;
  • ფოლაქების რაოდენობის მომატება;
  • ფოლაქების რუპტურა ან ეროზია.

ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორებია:

  • 45 წელს გადაცილებული კაცები;
  • 55 წელს გადაცილებული ქალები;
  • კარდიოვასკულარული დაავადებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • დიაბეტი;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მაღალი ქოლესტეროლი;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ფიზიკური აქტივობის დონე დაბალია;
  • მიირთმევთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც ჭარბი დოზით მოიცავს ტრანსცხიმებს, მარილს, შაქარს, გაჯერებულ ცხიმს.

ათეროსკლეროზი აბრკოლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სათანადოდ ფუნქციონირების უნარს, სისხლს აღარ გზავნის სხვადასხვა მნიშვნელოვან ორგანოში, საჭირო დოზით.

სისხლის მიმოქცევის დარღვევის, სისხლის მიდინების პროცესის შემცირების ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგი გართულებების ჩამოყალიბების რისკი:

  • კაროტიდული არტერიის დაავადება;
  • კორონარული არტერიული დაავადება;
  • ინფარქტი;
  • არითმია;
  • გულის უკმარისობა;
  • მეზენტერიული იშემია;
  • პერიფერიული არტერიების დაავადება;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  • თირკმლის არტერიის სტენოზი;
  • ინსულტი;
  • ანევრიზმა და სხვა.

ათეროსკლეროზის ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ფონზე შესაძლებელია რიგი დაავადებების პრევენცია ან გართულებების თავიდან არიდება.

 

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/16753-atherosclerosis-arterial-disease