რამდენიმე სიმპტომი, რომ ორგანიზმში სასიცოცხლო ძალა დაქვეითებულია

რამდენიმე სიმპტომი, რომ ორგანიზმში სასიცოცხლო ძალა დაქვეითებულია

რა უნდა იცოდეთ სასიცოცხლო ძალაზე, ამტანობაზე, ორგანიზმის მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარზე?

სასიცოცხლო ძალა შეგვიძლია განვმარტოთ როგორც ფიზიკური და მენტალური ენერგია, რომელიც იმ საქმის მოსაგვარებლად გვჭირდება, რაც შეიძლება იყოს რთული. ზოგჯერ სასიცოცხლო ძალას ამტანობასთანაც აიგივებენ, თუმცა ამ ორ ტერმინს შორის სხვაობაა, სამედიცინო კუთხით.

არსებობს 3 ტიპის სასიცოცხლო ძალა, კერძოდ, ფიზიკური, მენტალური და სექსუალური - თითოეული აუცილებელია; ორგანიზმის მდგრადობისთვის ამ ენერგიის დაქვეითება მავნებელია.

როდესაც სასიცოცხლო ძალების მარაგი მცირდება, ჩნდება გარკვეული სიმპტომები და მნიშვნელოვნად ქვეითდება ადამიანის ცხოვრების ხარისხი.

ორგანიზმში სასიცოცხლო ძალის დეფიციტის მანიშნებელია შემდეგი სიმპტომები:

  • გიჭირთ ყოველდღიური და თუნდაც სრულიად მარტივი საქმეების შესრულება;
  • დაღლილობა;
  • დეპრესიული განწყობა;
  • არ გაქვთ ინტიმური კავშირის სურვილი;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • მაღალი სტრესის დონე;
  • ერექციული დისფუნქცია;
  • ძილის პრობლემა;
  • წონის მატება;
  • გაღიზიანება;
  • ვერ ახერხებთ ვარჯიშს.

მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ შემდეგი მეთოდები:

  • რეგულარული ფიზიკური დატვირთვა (თუნდაც სეირნობა სუფთა ჰაერზე);
  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესს;
  • ჯანსაღად მიირთვით;
  • აუცილებელია ღამით მშვიდი ძილი;
  • დასახეთ ადეკვატური, მიღწევადი მიზანი.

 

წყარო:       

https://www.verywellhealth.com/stamina-8361951