რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი

რა არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი?

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს ფილტვებისა და რესპირატორული ტრაქტის ინფექციებს.

დიაგნოზი გაცილებით ხშირია 2 წლის ასაკის ბავშვებში, თუმცა ეს ვირუსი შეიძლება შეხვდეს ზრდასრულსაც. ზრდასრულებში, ხანდაზმულებსა და პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი გაციების მსგავსი, მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში დისკომფორტის შესამსუბუქებლად თვითმკურნალობაც საკმარისია. თუმცა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი გაცილებით მძიმე ფორმისაა თუ პაციენტი ჩვილია (განსაკუთრებით დღენაკლულები) ან ხანდაზმული, ან ადამიანს ანამნეზში აქვს გულისა და ფილტვის დაავადება თუ სუსტი იმუნიტეტი.

სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება ვირუსის შეყრიდან 4-6 დღის განმავლობაში.

მსუბუქი ფორმის დროს დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • სურდო ან ცხვირის გაჭედვა;
  • მშრალი ხველა;
  • დაბალი სიცხე;
  • ყელის ტკივილი;
  • ცემინება;
  • თავის ტკივილი.

თუ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ქვედა რესპირატორულ ტრაქტში გავრცელდება მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს პნევმონია თუ ბრონქიოლიტი.

ბავშვებისა და ზრდასრულების უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება ერთ ან ორ კვირაში, თუმცა ზოგიერთ მათგანს შესაძლოა გამოუვლინდეს განმეორებითი ხიხინი.

მწვავე ან სიცოცხლისთვის საშიში ტიპის ინფექციისას აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზირება.

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/respiratory-syncytial-virus/symptoms-causes/syc-20353098