რა არის პნევმოცისტური პნევმონია?
პნევმოცისტური პნევმონია სოკოვანი ინფექციაა, რომელიც ვლინდება ერთ ან ორივე ფილტვში.
უცნაურია, თუმცა ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი ამ ინფექციის გამომწვევი სოკოებით (ფილტვებში ბინადრობს) ყოველდღე ცხოვრობს - ჩვეულებრივ, არ იწვევს პრობლემებს ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე პირებში, თუმცა იმუნიტეტის დაქვეითებისას (როდესაც იმუნიტეტი სუსტდება შიდსის, კიბოს, ორგანოს ტრანსპლანტაციის, იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების და სხვა დაავადებების დროს) მნიშვნელოვნად იზრდება პნევმოცისტური პნევმონიის ჩამოყალიბების რისკი.
ეს პათოლოგია ძალიან საყურადღებოა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს - ახასიათებს პროგრესირება, გამწვავება და არანამკურნალებელ შემთხვევაში ფატალური შედეგის რისკი მაღალია.
სიმპტომები ყალიბდება რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში.
დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- უეცრად აღმოცენებული სიცხე;
- ხველება;
- სუნთქვის პრობლემა (მდგომარეობა მწვავდება ფიზიკური დატვირთვისას);
- მშრალი ხველა;
- მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
- წონის კლება;
- ღამის ოფლიანობა.
ფიზიკური გამოკვლევისა და ანამნეზის შესწავლის შემდეგ დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია შემდეგი კვლევები:
- გულმკერდის რენტგენი;
- სისხლის ანალიზი;
- ტესტი ნახველზე;
- ბრონქოსკოპია.
მწვავე მიმდინარეობისას აუცილებელი ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზირება. მკურნალობისთვის მოწოდებულია შესაბამისი ანტიბიოტიკები და სხვა ტიპის მედიკამენტები.
წყარო:
https://www.hopkinsmedicine.org/health/conditions-and-diseases/pneumocystis-pneumonia-or-pcp