პნევმოკოკური ინფექცია

პნევმოკოკური ინფექცია

რა არის პნევმოკოკური დაავადება (პნევმოკოკური ინფექცია)?

პნევმოკოკური დაავადება არის ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია სახელწოდებით Streptococcus pneumoniae (ასევე ცნობილი როგორც პნევმოკოკი). იგი იწვევს გადამდებ და პოტენციურად მწვავე დაავადებებს, მათ შორის პნევმონიას, მენინგიტს, სეფსისს.

სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა. ინფექციის პრევენციის საუკეთესო მეთოდი ვაქცინაციაა.

მეცნიერებმა მიაგნეს Streptococcus pneumoniae-ს ასამდე შტამს. ბაქტერია იწვევს 2 ტიპის მთავარ პნევმოკოკურ დაავადებას, კერძოდ, ესენია:

  • არაინვაზიური. ამ ტიპის ინფექცია უფრო მეტადაა გავრცელებული და ნაკლებად სერიოზულია, რადგან არ ვრცელდება მთავარ ორგანოებსა თუ სისხლში;
  • ინვაზიური. ეს გაცილებით მწვავე ფორმაა და პროგრესირებს სისხლში.

ბაქტერია პნევმოკოკი ბევრ ინფექციას იწვევს და ამ ტიპის ინფექციები გვხვდება სხეულის ნებისმიერ უბანში. მწვავე ინვაზიურ პათოლოგიებს (პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში) განსხვავებული სიმპტომატიკა აქვს, თუმცა იმავე ბაქტერიაა ჩართული.

ურგენტული სამედიცინო ჩარევაა საჭირო თუ დიაგნოსტირებულია:

  • სისხლის ინფექცია;
  • ბაქტერიული მენინგიტი;
  • პნევმონია;
  • ოსტეომიელიტი;
  • სეპტიკური ართრიტი;
  • სეფსისი;
  • ბაქტერია სისხლში.

პნევმოკოკი ასევე იწვევს ნაკლებად სერიოზულ დაავადებებს:

  • ბრონქიტი;
  • შუა ყურის ინფექცია;
  • კონიუნქტივიტი;
  • სინუსიტი.

პნევმოკოკური დაავადების სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავესა და ლოკაციაზე.

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24231-pneumococcal-disease