გეცნობათ ეს სიმპტომი?
თვალების უკანა არეში ტკივილისა თუ ზეწოლის შეგრძნება სავსებით შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავის სულ სხვა არედან. თვალის დაავადებები ნამდვილად ვლინდება ტკივილითა და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებით, თუმცა იშვიათად რომ ზეწოლის განცდას იწვევდეს.
პაციენტები ტკივილს აღწერენ როგორც ბასრს, მწველს, მსუსხავს, ხოლო ზეწოლის შეგრძნება ტოვებს ისეთ განცდას თითქოს თვალში სისავსე და დაჭიმულობა იყოს.
თვალების უკან ზეწოლის შეგრძნების გამომწვევი მიზეზებია:
- შაკიკი და სხვა ტიპის თავის ტკივილი;
- სინუსური ინფექცია;
- გრეივსის დაავადება;
- ოპტიკური ნევრიტი;
- ტრავმა სახის არეში.
აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს თუ გამოგივლინდათ ისეთი სერიოზული სიმპტომები როგორიცაა:
- მაღალი სიცხე;
- მხედველობის დაკარგვა;
- მწვავე თავის ტკივილი;
- სხეულის რომელიმე არეში დაკარგეთ მოძრაობის უნარი ან უჩივით დაბუჟებას.
წყარო: