ალბუმინი - სისხლძარღვებისთვის საჭირო ცილა

ალბუმინი - სისხლძარღვებისთვის საჭირო ცილა

რა არის ჰიპოალბუმინემია?

ჰიპოალბუმინემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ალბუმინს. ალბუმინი არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია სისხლძარღვებში სითხის შენახვაზე.

ჰიპოალბუმინემია საბოლოო ჯამში სხვა მდგომარეობის სიმპტომია. ალბუმინის დონის გაუმჯობესების გზა გამომწვევი მიზეზის, ანუ დაავადების მკურნალობაა.

ჰიპოალბუმინემია ყალიბდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი დოზის ალბუმინს ან ამ ცილას დიდი რაოდენობით კარგავთ შარდისა თუ განავლის მეშვეობით.

ალბუმინს გამოიმუშავებს ღვიძლი. ალბუმინის მეშვეობით, სითხე არ იღვრება სისხლძარღვებიდან ქსოვილებში, ანუ სითხის გაჟონვის პრევენციისთვისაა აუცილებელი. ამასთან, ალბუმინის დანიშნულებაა ვიტამინები, ჰორმონები და ენზიმები ორგანიზმის ყველა უბანში გადაგზავნოს.

ეს დიაგნოზი ხშირია ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში (გულის უკმარისობა, ძლიერი დამწვრობა, თირკმლის დაავადება, კვების უკმარისობა). ჰიპოალბუმინემიით, ძირითადად, ავადობენ 70 წელს გადაცილებული პირები.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • დაღლილობა;
  • სუსტი კუნთის ტონუსი;
  • სიყვითლე;
  • შეშუპება ქვედა კიდურებში;
  • ხშირი შარდვა;
  • მუქი ფერის შარდი;
  • უმადობა;
  • სუნთქვის გაძნელება.

ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • ღვიძლის დაავადება;
  • გულის უკმარისობა;
  • კვებითი უკმარისობა ან ვიტამინების დეფიციტი;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება;
  • თირკმლის დაავადება;
  • ინფექციები.

ჰიპოალბუმინემიის სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • სტრესი;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
  • დიაბეტი;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ლუპუსი;
  • ციროზი.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22529-hypoalbuminemia