ქაფიანი შარდი

ქაფიანი შარდი

თითქოს შარდს ქაფი მოედო - უნდა ვინერვიულოთ თუ არა მსგავს შემთხვევაში?

ქაფიანი შარდი ყოველთვის დაავადების მანიშნებელი როდია და ხშირად ჩნდება უნიტაზის საწმენდი ქიმიკალებისა თუ სწრაფად მოშარდვის (როდესაც შარდის ბუშტი სავსეა და დაცლა სწრაფად ხდება) გამო.

თუმცა თუ ქაფიან შარდთან ერთად სხვა სიმპტომებიც შენიშნეთ, სავარაუდოდ, მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემაა.

ორგანიზმი გაფრთხილებთ თუ ქაფიან შარდთან ერთად გამოხატულია შემდეგი ნიშნები:

  • შეშუპება კიდურებში, სახესა და მუცლის არეში;
  • დაღლილობა;
  • უმადობა;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  • შეიცვალა შარდის რაოდენობა;
  • ამღვრეული შარდი;
  • მუქი ფერის შარდი;
  • უნაყოფობა ან მშრალი ორგაზმი (მამაკაცებში).

აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი ნიშნების დროს:

  • ქაფიანი შარდი კვლავ გაქვთ რამდენიმე დღის შემდეგაც კი, ანუ მდგომარეობა არ შეიცვალა;
  • გაქვთ სხვა სიმპტომებიც (შეშუპება, გულისრევა, ღებინება, უმადობა, დაღლილობა);
  • შარდი ამღვრეულია ან შარდში შენიშნეთ სისხლი.

 

წყარო:   

https://www.healthline.com/health/foamy-urine#causes