რა არის დერმატილომანია?
დერმატილომანია მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ძლიერი სურვილი აქვს კანი გაიკაწროს, მოისრისოს, დაიჩიჩქნოს. შედეგად ჩნდება კანის ტრავმა/დაზიანება, ინფექცია, ნაწიბური - ეს ყველაფერი თავისთავად იწვევს სტრესს, შფოთვას და მოუსვენრობას, რაც ადამიანის შინაგან განწყობას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.
დერმატილომანია იკურნება; მდგომარეობის მართვა შესაძლებელია მედიკამენტებითა და თერაპიით.
დერმატილომანია გაცილებით ხშირად ფიქსირდება აკნესა თუ ეგზემას მქონე პირებში.
ზოგიერთ შემთხვევაში კანის მექანიკური გაღიზიანება ავტომატურ რეაქციად იქცევა და ადამიანი ვერც კი ხვდება როდის დაიზიანა ზედაპირი, ხოლო ზოგჯერ პიროვნება აცნობიერებს რასაც აკეთებს და უბრალოდ ამ მავნე ჩვევაზე უარს ვერ ამბობს.
როგორც წესი, ხელით ეხებიან და იკაწრავენ თუ ისრესენ სხეულის შემდეგ არეს:
დერმატილომანიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ექსპერტთა აზრით, დარღვევის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს:
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22706-dermatillomania-skin-picking