ეს უნდა იცოდეთ!
მაღალი არტერიული წნევა, ანუ ჰიპერტენზია, ძალიან საყურადღებო მდგომარეობაა და აუცილებელია მისი მართვა, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში ისეთი სერიოზული პათოლოგიების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს როგორიცაა ინფარქტი (გულის შეტევა) ან ინსულტი.
ერთადერთი გზა იმის დასადგენად ნორმაშია თუ არა მაჩვენებელი, წნევის გაზომვაა. დიახ, ზოგჯერ ვლინდება გარკვეული ნიშნები, დისკომფორტი, თუმცა ჰიპერტენზია ხშირად სრულიად უსიმპტომოდ პროგრესირებს და ადამიანს წარმოდგენა არ აქვს რა რისკის წინაშეა.
არტერიული წნევის კონტროლი ხდება ორი მაჩვენებლით, კერძოდ:
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ წნევა არის 180/120-ზე მაღალი და გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
ხშირად აკონტროლეთ წნევა და ეს ცხრილი გამოიყენეთ.
წნევა ნორმალურია
თუ სისტოლური დაბალია 120-ზე და დიასტოლური დაბალია 80-ზე.
წნევა მომატებულია
თუ სისტოლურის მაჩვენებელია 120-დან 129-ის ფარგლებში, ხოლო დიასტოლური ნაკლებია 80-ზე.
მაღალი წნევა (ჰიპერტენზიის პირველი სტადია) გაქვთ თუ
სისტოლურია 130-139, ხოლო დიასტოლური 80-89.
მაღალი წნევა გაქვთ (ჰიპერტენზიის მეორე სტადია) თუ
სისტოლურია 140 და მეტი, ხოლო დიასტოლური 90-ზე მაღალი.
ჰიპერტენზიული კრიზისის მაჩვენებელია შემდეგი და პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში
სისტოლურია 180-ზე მაღალი, ხოლო დიასტოლური 120-ზე მეტს აფიქსირებს.
წყარო:
https://www.heart.org/en/health-topics/high-blood-pressure/understanding-blood-pressure-readings