იღლიის ქავილი

იღლიის ქავილი

ქავილი იღლიის არეში.

მოგითხრობთ კანის გავრცელებულ გაღიზიანებაზე, რომლის დროსაც ადამიანს ძლიერი სურვილი აქვს იღლიის არე მოიქავოს.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, მაგალითად, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტოთერაპია, დეოდორანტის შეცვლა, სათანადო ჰიგიენის დაცვა ან ორგანიზმში მიმდინარე პროცესის (ზოგჯერ დაავადების გვერდითი სიმპტომია) მართვა.

იღლიის ქავილთან ერთად შესაძლოა გაწუხებდეთ სხვა სიმპტომებიც ან მხოლოდ ქავილი იყოს დისკომფორტი. თუ ქავილი შემაწუხებელია და ვერაფერს უკავშირებთ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან, დაადგინოთ გამომწვევი მიზეზი.

იღლიის ქავილის პარალელურად შესაძლოა შენიშნოთ შემდეგი ნიშნები:

  • გამონაყარი ან დერმატიტი;
  • ამობურცულობა კანზე;
  • კანის ფერის ცვლილება;
  • ტკივილის ან წვის შეგრძნება;
  • ქავილის, ჩხაპნის ფონზე ღია ჭრილობა (ჭრილობა შეიძლება იყოს ან არ იყოს მეორეული ინფექციით მიმდინარე).

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნიეთ ერთგვარი ამობურცულობა იღლიაში, რადგან ეს სიმპტომი სავსებით შესაძლებელია სერიოზული დაავადების მანიშნებელი იყოს.

იღლიის ქავილის მიზეზებია:

  • პარსვის შემდეგ დამწვრობა;
  • ჩაზრდილი თმა;
  • კანის გაღიზიანება დეოდორანტის, საპნის ან სარეცხი საშუალების გამო;
  • რეაქცია მედიკამენტზე;
  • დაავადება.

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24327-itchy-armpits