ნეფროზული სინდრომი - დაავადება, რომლის გამოც შარდში დიდი რაოდენობით ცილა გამოიყოფა

ნეფროზული სინდრომი - დაავადება, რომლის გამოც შარდში დიდი რაოდენობით ცილა გამოიყოფა

რა არის ნეფროზული სინდრომი?

 

ნეფროზული სინდრომი თირკმლის დაავადებაა, რომლის დროსაც შარდში დიდი რაოდენობით ცილა გამოიყოფა. ძირითადად, თირკმლის მცირე ზომის სისხლძარღვების დაზიანების შედეგად ყალიბდება - გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, თირკმლისმიერი დაავადებებია.

ნეფროზული სინდრომი სერიოზული მდგომარეობაა - მკურნალობის გარეშე პათოლოგია პროგრესირებას განაგრძობს, ამასთან, მეორეულ გართულებებს გამოიწვევს და პაციენტის სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგება. ნეფროზული სინდრომის მკურნალობის დროს აუცილებელია გამომწვევი დაავადების მართვაც.

ამ დიაგნოზისას მომატებულია ინფექციებისა და თრომბოზების რისკი.

ნეფროზული სინდრომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით ხშირია დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის დაავადებების მქონე პირებში, ასევე ალერგიულ ადამიანებში. ნეფროზული სინდრომის რისკი მაღალია იმ პირებში, ვისაც აღენიშნებათ თირკმლის დაავადებით მიმდინარე ნეფროზული სინდრომის ბიოლოგიური ოჯახური ანამნეზი.

თუ ნეფროზული სინდრომი გაქვთ შესაძლოა შეამჩნიოთ სხვადასხვა ტიპის პრობლემა/ჩივილი, რაც ორგანიზმში ამა თუ იმ ცილათა დაკარგვითაა განპირობებული.

ნეფროზული სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • შარდში დიდი რაოდენობით ცილა;
  • სისხლში დიდი რაოდენობით ცხიმი და ქოლესტეროლი;
  • შეშუპება;
  • სისხლში მცირე რაოდენობის ალბუმინი;
  • უმადობა;
  • საერთო სისუსტე;
  • მუცლის ტკივილი;
  • ქაფიანი შარდი.

ნეფროზული სინდრომის კიდევ ერთი ნიშანი ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის აუცილებელი ისეთი ვიტამინებისა და მინერალების დაკარგვაა როგორიცაა კალციუმი და D ვიტამინი. შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, რაც აზიანებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/5989-nephrotic-syndrome