რა იწვევს კოჭის შეშუპებას?
კოჭის შეშუპებას არაერთი მიზეზი იწვევს, მაგალითად, ვითარდება ტრავმის, ინფექციის, გულის დაავადების ფონზე.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ორგანიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებისა თუ ანთებითი პროცესის შედეგია. თავისთავად, გასათვალისწინებელია ტრავმის ფაქტორიც - ფიზიკური დაზიანების ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმპტომი სწორედ ზედაპირული შეშუპებაა. სტატისტიკურად, სპორტულ ტრავმათა 40%-ზე მეტი კოჭის დაჭიმულობაზე მოდის.
ორთოპედ-ქირურგთა რეკომენდაცია კოჭის დაჭიმულობისას:
- დაისვენეთ;
- დაზიანებულ უბანზე ქსოვილში გახვეული ყინული დაიდეთ;
- ფეხი გულის დონეზე ასწიეთ;
- აფთიაქში განუმარტეთ ჩივილი - შეგირჩევენ შესაბამის ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტს.
კოჭის შეშუპების მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ქრონიკული ვენური უკმარისობა;
- სისხლის შედედება;
- ორსულობა;
- პრეეკლამპსია;
- ლიმფედემა;
- გულის უკმარისობა;
- თირკმლის ქრონიკული დაავადება;
- ღვიძლის დაავადება;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა);
- დიაბეტი;
- ცელულიტი;
- ბურსიტი;
- ართრიტი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/324324#blood-clots