რა არის მუდმივი პეისმეიკერი?
მუდმივი პეისმეიკერი პაწაწინა სამედიცინო მოწყობილობაა, რომელიც გულმკერდის (მარცხენა ან მარჯვენა ზედა არეში) კანქვეშ თავსდება - მისი დანიშნულებაა არეგულიროს რიტმი, გაგიუმჯობესოთ გულისცემა. პეისმეიკერი გულს ელექტრულ სიგნალებს უგზავნის.
რეკომენდებულია მაშინ, როდესაც გულისცემა არის:
- ზედმეტად სწრაფი;
- ზედმეტად შენელებული;
- არარეგულარული;
- თავს ცუდად გრძნობთ.
ჯანმრთელ გულს სტაბილური, რეგულარული რიტმი აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ეს მაჩვენებელი ერღვევა და ამ დროს დიაგნოზი არითმიაა. არითმია სხვადასხვა ტიპისაა და მისი გამომწვევი მიზეზიც მრავალფეროვანია. აღსანიშნავია, რომ მუდმივი პეისმეიკერი ყველა არითმიისთვის არაა საჭირო. ამ ხელსაწყოს იმპლანტაციის საჭიროებას წყვეტს მხოლოდ კარდიოლოგი შესაბამის ანამნეზზე დაყრდნობით.
მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტირების შემდეგ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მკურნალი ექიმის ყველა მითითება. თუ პროცედურის შემდეგ რამე ტიპის დისკომფორტი შეგაწუხებთ სავალდებულოა გაიაროთ კარდიოლოგის კონსულტაცია.
ცხოვრება მუდმივი პეისმეიკერით:
- სრულიად სხვა მიზეზით თუ მიმართავთ კლინიკას (თუნდაც სტომატოლოგიური პროცედურისთვის) ექიმს აუცილებლად უთხარით პეისმეიკერის მატარებელი რომ ხართ;
- რეგულარულად შეამოწმეთ ეფექტურად მუშაობს თუ არა მოწყობილობა;
- ყოველთვის თან ატარეთ მუდმივი პეისმეიკერის შესახებ ID ბარათი;
- მოარიდეთ მობილური იმ არეს, სადაც პეისმეიკერი გაქვთ დამონტაჟებული (მაგალითად, ნუ შეინახავთ მობილურს პერანგის ჯიბეში და სხვა);
- მოგზაურობისას, აეროპორტში, უსაფრთხოების სკანირების წინ, დაცვის წევრს მიაწოდეთ ინფორმაცია დიაგნოზზე;
- ჰკითხეთ ექიმს შეიძლება თუ არა ისევ იმუშაოთ ისეთ ადგილზე, სადაც შედუღება ხდება ან ელექტრო გენერატორებია. ამ თემაზე ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ კომერციულმა მძღოლებმაც ან მათ, ვინც მძიმე სამანქანო დანადგარებს მართავენ;
- კონტაქტურ სპორტს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემდეგ დაუბრუნდით;
- მუდმივი პეისმეიკერი არ დაგირღვევთ ინტიმურ ცხოვრებას.
წყარო:
https://www.heartfoundation.org.au/your-heart/permanent-pacemaker-ppm