როდის არის სლოკინი საშიში?
სლოკინი დიაფრაგმის განმეორებითი და უნებლიე შეკუმშვა/სპაზმია. ყოველ შეკუმშვას, სპაზმს თან ერთვის ხმოვანი იოგების უეცარი დახურვა, რომლის ფონზეც სლოკინისთვის დამახასიათებელი ხმა ჩნდება.
შემთხვევითი სლოკინის მიზეზია სწრაფად ჭამა ან გაზიანი სასმელი, თუმცა ზოგჯერ ეს სიმპტომი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ უხერხული დისკომფორტი - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სლოკინი დაავადების, მედიკამენტებისა თუ ქირურგიული ჩარევის გამო ვლინდება.
ექიმები სლოკინს კვალიფიკაციას აძლევენ იმის მიხედვით თუ რა დროის განმავლობაში გრძელდება, კერძოდ:
- დროებითი სლოკინი გრძელდება რამდენიმე წამისა თუ წუთის განმავლობაში;
- მუდმივი გრძელდება 48 საათზე დიდხანს;
- უკურნებელი 1 თვეზე მეტხანს;
- განმეორებადი სლოკინი გარკვეული პერიოდით ბრუნდება და ყოველი ეპიზოდი რამდენიმე წუთით გრძელდება.
სლოკინი გავრცელებული და ნორმაა ბავშვებში; პედიატრების აზრით, ბავშვებში სლოკინის მიზეზია ის, რომ პატარა ადამიანების ორგანიზმში ბევრი აირი გროვდება. ზოგიერთი ექიმის აზრით, სლოკინი ჩნდება მაშინ, როდესაც პატარა ჭამის დროს ზედმეტად ბევრ ჰაერს გადაყლაპავს - თუმცა ეს მედიკოსების მოსაზრებებია და რეალურად ბავშვებში სლოკინის განვითარების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
როგორც წესი, სლოკინი ქრება დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის/მკურნალობის გარეშე.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გასლოკინებთ 2 დღეზე მეტხანს ან სლოკინი იმდენად მწვავე ფორმითაა გამოხატული, რომ გირღვევთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, მაგალითად, გექმნებათ დისკომფორტი ჭამის, ძილისა თუ სუნთქვის დროს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17672-hiccups