ეჭვიანობა, როგორც ავადმყოფობა

ეჭვიანობა, როგორც ავადმყოფობა

სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ეჭვიანობას შორის?

ეჭვიანობა - ეს გრძნობა თითქმის ყველა ადამიანისთვის ნაცნობია. მსუბუქი დოზით და ურთიერთობის გარკვეულ სტადიაზე ნორმალურია, თუმცა თუ ეს გრძნობა მუდმივად გტანჯავთ და ლამის პარანოიად, აკვიატებად გექცათ, დროა საკითხს სერიოზულად შეხედოთ.

ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ თუ პარტნიორი მის მიმართ ეჭვიანობის სცენას დადგამს ეს სიყვარულის გამოხატულებაა, თუმცა ზოგჯერ ერთი შეხედვით უწყინარი „რომანტიკული ჟესტი“ მომავალში ძალადობის მაპროვოცირებელი ხდება.

არაჯანსაღი ეჭვიანობისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • ფიქრობთ, რომ მთელი დრო პარტნიორის გვერდით უნდა გაატაროთ;
  • სისტემატურად ამოწმებთ თუ სად არის, რატომ დააგვიანდა 5 წუთი სამსახურიდან სახლამდე, რატომ არ გიპასუხათ შეტყობინებაზე პირველივე წამს და ასე შემდეგ;
  • ერთგვარი სია გაქვთ ჩამოწერილი თუ ვისთან შეუძლია კომუნიკაცია;
  • არაფერში ენდობით და გეჩვენებათ თითქოს ყველას, ვისაც ესალმება, ეფლირტავება;
  • სწრაფად ბრაზდებით, ხასიათი წამში გეცვლებათ;
  • ამოწმებთ მობილურში შეტყობინებებს, სოციალურ ქსელში ვის „დაულაიქა“ ფოტო, ვინმესთან კომენტარი ხომ არ დაწერა, დაჟინებით მოითხოვთ პაროლს და სხვა.

 

 

წყარო: 

https://www.joinonelove.org/learn/unhealthy-relationship-behaviors-series-jealousy/