გავრცელებული ფობია, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს სოციალურ ურთიერთობებს.
დეიფნოფობია (Deipnophobia) სოციალური შფოთვითი აშლილობის ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანს სხვების თვალწინ, გარშემომყოფებთან ერთად ჭამის ეშინია. თავისთავად, ეს ფობია მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის სოციალურ ცხოვრებას.
ფსიქოთერაპია ამ ფობიის დაძლევაში დაგეხმარებათ - მთავარია საკუთარ თავს გამოუტყდეთ, რომ სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ.
საჯარო სივრცეში სადილობის შიში ყოველთვის არ არის განპირობებული უშუალოდ საკვების გამო, არამედ ამ სოციალური ფობიისას ადამიანს შეიძლება აღელვებდეს ის ფაქტი, რომ სხვები დაინახავენ თუ როგორ ჭამს, ხომ არ დამცინებენ თუ რა კერძი შევუკვეთე და სხვა მსგავსი ფიქრი.
დეიფნოფობიისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა გარკვეული ჯგუფი ამ საკითხს გაცილებით მეტი სენსიტიურობით უყურებს; კერძოდ, საჯარო სივრცეში და სხვების თვალწინ ჭამის მიმართ მომატებული მგრძნობელობა შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კვებითი აშლილობა და პირებს, რომლებიც ჭარბ წონას ებრძვიან.
დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- ჭამისას ძლიერი ნერვიულობა, რომელიც ართულებს ნორმალურად დაღეჭვისა და გადაყლაპვის უნარს (გთხოვთ, სერიოზულად შეხედეთ ამ ფობიას, რადგან ზოგჯერ პანიკური შეტევა იმდენად ძლიერია, რომ პირს უჩნდება მოხრჩობის შეგრძნება);
- გულმკერდის ტკივილი;
- ოფლიანობა;
- თავბრუსხვევა;
- პირის სიმშრალე;
- თავის ტკივილი;
- ალები;
- გულისრევა;
- დაბუჟება;
- აჩქარებული გულისცემა;
- კანკალი;
- სუნთქვის უკმარისობა.
წყარო:
https://www.eatingdisorderhope.com/blog/deipnophobia-food-and-eating-anxiety-in-public