რა იწვევს ტკივილს იღლიის არეში?
იღლია არის ადგილი, სადაც კუნთები, რომელიც მხარსა და მკლავებს ამოძრავებს, ძვალს უკავშირდება. ზოგიერთი ეს კუნთი ნეკნებსაც უკავშირდება. ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნერვები და სისხლძარღვები იღლიის დახმარებით ვრცელდება სხეულის სხვა მიდამოსკენ და ორივე იღლია რამდენიმე ლიმფური კვანძის სახლია. იღლიის ქვეშ კანი თხელია და ეს ადგილი ბევრ საოფლე ჯირკვალს შეიცავს.
იღლიის ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ უამრავი მიზეზის გამო, მაგალითად, დისკომფორტი სავსებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს გაპარსვის, თმის ჩაზრდის, ავტოიმუნური მდგომარეობების, ნერვის დარღვევების, პერიფერიული არტერიული დაავადების, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის ფონზე.
იღლიის არეში ტკივილი შესაძლოა გაჩნდეს დეოდორანტის გამო, მაგალითად, თუ გაქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
იღლიაში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო, ისე გაცილებით სერიოზული დაავადება, შესაბამისად, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში გაწუხებთ და პარალელურად სხვა ნიშნებიც შენიშნეთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროთ შემდეგი სიმპტომების დროს:
- რამდენიმე კვირაა, რაც სრულიად უმიზეზოდ შეგიშუპდათ ლიმფური კვანძები;
- შეხებისას ძლიერი ტკივილი იღლიასა თუ ლიმფურ კვანძებში;
- სხეულის სხვადასხვა არეში მდებარე ლიმფური კვანძების შეშუპება;
- სიცხე და ღამის ოფლიანობა;
- იღლიაში ან ლიმფურ კვანძებში მყარი სიმაგრე შეიგრძნობა;
- ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება;
- უმიზეზო წონის კლება;
- მუდმივი გამოფიტვა, დაღლილობა, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ;
- კანის ინფექცია, რომელიც არ ალაგდა;
- აბსცესი;
- მტკივნეული გამონაყარი კანზე.
წყარო: