ძილში საუბარი

ძილში საუბარი

ნორმალურია თუ არა ძილში საუბარი?

ძილში საუბარი ძილის დარღვევის ფორმაა - ექიმებმა ამ ფენომენის შესახებ ბევრი არაფერი იციან, მაგალითად, თანამედროვე მედიცინისთვის დღემდე უცნობია გამომწვევი მიზეზი და არც ისაა შესწავლილი თუ რა ხდება ამ დროს ტვინში.

ძილში მოსაუბრეს მეორე დღეს არ ახსოვს თუ რაზე საუბრობდა და რომ არა პარტნიორი არც ის ეცოდინებოდა ძილის დროს რომ ლაპარაკობდა.

ადამიანი ძილში შეიძლება წარმოთქვამდეს სრულ წინადადებებს, წამოიყვირებდეს ბუნდოვან სიტყვებს ან ისეთ ენასა თუ მანერაზე მეტყველებდეს, რომელიც მისთვის არ არის დამახასიათებელი (ანუ ასე არ საუბრობს, როცა ფხიზელია).

ძილში საუბარი უვნებელია, თუმცა დისკომფორტს იწვევს პარტნიორში. ზოგჯერ უძილობის, არამშვიდი ძილის მიზეზიც ხდება, შესაბამისად, თუ თქვენ ან თქვენთან ერთად მცხოვრებ პირს ყოველდღიურ რუტინას გირღვევთ, მიმართეთ ექიმს.

ძილში საუბრის სპეციფიკური განკურნების მეთოდი უცნობია, თუმცა მართვა შესაძლებელი.

ძილში საუბარი უფრო მეტად გავრცელებულია ბავშვებსა და მამაკაცებში. გასათვალისწინებელია გენეტიკური წინასწარგანწყობაც, მაგალითად, ზოგჯერ ძილში საუბარი მშობლიდან ან ოჯახის სხვა წევრებისგან შვილს გადაეცემა.

ძილში საუბარი შესაძლოა განპირობებული იყოს შემდეგი მიზეზების გამო:

  • ცუდად ყოფნა;
  • სიცხე;
  • ალკოჰოლი;
  • სტრესი;
  • დეპრესია;
  • ძილის ნაკლებობა;
  • ძილის აპნოე;
  • ძილში სიარული;
  • კოშმარები.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/sleep-talking