სისხლის ცხიმს (ცხიმი სისხლში) ლიპიდი ეწოდება.
ლიპიდი ცხიმოვანი ნაერთია, რომელიც ორგანიზმში არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. თუმცა სასარგებლოა ნორმალური რაოდენობით, რადგან ჭარბი დოზისას ინფარქტისა და ინსულტის რისკი იზრდება.
ვინაიდან ლიპიდი უჯრედის სტრუქტურის კომპონენტია, იგი წარმოდგენილია სხეულის ყველა უბანში.
სისხლში ცხიმის დოზის შესამოწმებლად ექიმი ნიშნავს ლაბორატორიულ კვლევას - სისხლის ნიმუშით დგინდება ლიპიდების მაჩვენებელი.
ცნობისათვის, ტრიგლიცერიდების დონე დღის განმავლობაში განსხვავებულია და იზრდება ჭამის შემდეგ, შესაბამისად, სისხლის ანალიზი აუცილებელია ჩატარდეს 12-საათიანი შიმშილის შემდეგ. ზუსტი შედეგისთვის მოწოდებულია ანალიზამდე ადამიანმა არ მიიღოს მედიკამენტი. ანალიზი არ უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც პირი იმყოფება სტრესში ან თავს გრძნობს ცუდად.
ჭარბი ლიპიდების მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე, მაგალითად, შესაძლოა საჭირო გახდეს ცხოვრების სტილის შეცვლა ან მედიკამენტური თერაპია.
ზოგჯერ სისხლში ცხიმის დონის ნორმალიზებისთვის საჭიროა ზედმეტი წონის დაკლება, თამბაქოზე უარის თქმა, ალკოჰოლის შეზღუდვა.
ზოგჯერ ინიშნება კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ძირითადი დანიშნულებაც ღვიძლში ქოლესტეროლის ფორმირების პრევენციაა.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კი მედიკამენტური თერაპიის მიზანი ზედმეტი ქოლესტეროლის მოცილებაა.
წყარო: