მესამე ხარისხის დამწვრობა სერიოზული დაზიანებაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
ამ ტიპის დამწვრობის მიზეზია ექსტრემალური ტემპერატურა, ქიმიური ან სინათლის წყარო.
მესამე ხარისხის დამწვრობისას ზიანდება კანის როგორც ზედა და შუა, ისე ქვედა შრე, საოფლე ჯირკვლები, თმის ფოლიკულები და ნერვული დაბოლოებები.
ნერვის დაზიანების ფონზე პაციენტი ვერ გრძნობს ტკივილს და ვინაიდან დისკომფორტს არ უჩივის ჰგონია სერიოზული დამწვრობა არ აქვს.
მესამე ხარისხის დამწვრობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ტყავისმაგვარი კანი;
- მშრალი კანი;
- კანი იცვლის ფერს (თეთრი, შავი ან კაშკაშა წითელი);
- ოფლიანობა.
სავსებით მოსალოდნელია გაჩნდეს შემდეგი ნიშნებიც, კერძოდ:
- ბებერები;
- პრიალა კანი;
- კანი იძენს ღრმა წითელ თუ მუქ ყავისფერ შეფერილობას.
მესამე ხარისხის დამწვრობისგან სხეულის არც ერთი არეა დაცული, თუმცა უფრო ხშირად ზიანდება კიდურები და სახე.
გამოჯანმრთელების დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დამწვრობის ზომასა და მდებარეობაზე.
მესამე ხარისხის დამწვრობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- ცეცხლის ალი;
- ცხელ ობიექტთან შეხება;
- მზით დამწვრობა და ულტრაიისფერი რადიაცია;
- ორთქლი ან მდუღარე წყალი;
- ქიმიკალები;
- რადიაცია;
- ელექტროობა;
- მშრალი ყინული.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24531-third-degree-burn