მეორე ხარისხის დამწვრობა - როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში და რა სიმპტომების დროს უნდა მიმართოთ ექიმს?

მეორე ხარისხის დამწვრობა - როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში და რა სიმპტომების დროს უნდა მიმართოთ ექიმს?

მკურნალობა სახლის პირობებში.

მეორე ხარისხის დამწვრობა ყველაზე გავრცელებულია და მას მიაკუთვნებენ მსუბუქ ან საშუალო კატეგორიას. მეორე ხარისხის დამწვრობას ყველაზე ხშირად იღებენ სახისა და კიდურების არეში.

სახლში მკურნალობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პატარა ზომის (დიამეტრში 7 სანტიმეტრზე მცირე) და მსუბუქი დამწვრობა გაქვთ.

სახლის პირობებში რეკომენდებულია:

  • დამწვარი არე გრილი წყლით ჩამოიბანეთ. შეეცადეთ დამწვარი უბანი გამდინარე გრილი წყლის ქვეშ იყოს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში. მოგვიანებით სუფთა პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალეთ;
  • დამწვარი არე ბანდაჟით ან ქსოვილით შეიხვიეთ (არ მოიჭიროთ);
  • ნუ შეეხებით დამწვარ კანს და ნუ ჩაიცმევთ ისეთ სამოსს, რომელმაც შესაძლოა ხახუნი გამოიწვიოს;
  • სახვევი დღეში მინიმუმ ერთხელ ახლით ჩაანაცვლეთ;
  • აფთიაქში შეიძინეთ ტკივილგამაყუჩებელი (ტკივილის შემთხვევაში) ან დამწვრობის ასალაგებელი კრემი თუ ლოსიონი.

დაუშვებელია თვითმკურნალობა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

  • დამწვრობა მოიცავს სხეულის ვრცელ არეს (7 სანტიმეტრზე დიდი მოცულობის);
  • დამწვრობის გამო გიჭირთ სხეულის კონკრეტული ნაწილის გამოყენება;
  • გამოვლინდა ინფექციის ნიშნები.

მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი მსუბუქი დამწვრობაა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ პაციენტი არის 5 წლამდე ასაკის ბავშვი, 70 წელს გადაცილებული პირი ან ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომელსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს.

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24527-second-degree-burn