ფილტვში წყალი - სითხე ფილტვის გარშემო, პლევრის ეფუზია

ფილტვში წყალი - სითხე ფილტვის გარშემო, პლევრის ეფუზია

რა არის პლევრის ეფუზია?

პლევრის ეფუზია ფილტვის გარშემო სითხის დაგროვებაა. ზოგიერთი ადამიანი ამ პათოლოგიურ პროცესს ფილტვში წყლის ჩადგომას უწოდებს.

ფიზიოლოგიურად, ნორმალურ მდგომარეობაში ყველა ადამიანს აქვს მცირე რაოდენობით სითხე პლევრის არეში. ეს სითხე (ადეკვატური დოზით) აუცილებელია იმისთვის, რომ სუნთქვისას ფილტვმა თავისუფლად მოძრაობა შეძლოს. თუმცა დიაგნოზი პლევრის ეფუზია ნიშნავს იმას, რომ სითხე ჭარბი დოზითაა დაგროვილი, რაც თავისთავად უარყოფით შედეგს იძლევა.

მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს წარმოქმნის ან ვერ ახერხებს გამომუშავებულის შეწოვას.

პლევრის ეფუზიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • გულმკერდის ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • პაციენტს უჭირს სუნთქვა.

ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები არ აქვს და მსგავს კლინიკურ შემთხვევებში დაავადების დიაგნოსტირება ხდება სრულიად შემთხვევით, მაგალითად, სხვა მიზეზით ჩატარებული გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის დროს. 

ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • გულის უკმარისობა;
  • ციროზი;
  • ნეფროზული სინდრომი;
  • ფილტვის ანთება;
  • ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო ან ლიმფომა;
  • თირკმლის დაავადება;
  • ანთებითი დაავადება;
  • გულზე ჩატარებული ღია ოპერაცია.

ნაკლებად გავრცელებული მიზეზებია:

  • ტუბერკულოზი;
  • ავტოიმუნური დაავადება;
  • სისხლდენა გულმკერდის არეში მიღებული ტრავმისას;
  • ქილოთორაქსი;
  • გულმკერდის ან მუცლის ღრუს ინფექციები;
  • პანკრეატიტი;
  • სხივური თერაპია (რადიოთერაპია);
  • საყლაპავის რუპტურა;
  • პაციენტს შეხება აქვს აზბესტოსთან და სხვა.

პლევრის ეფუზიის გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:

  • ფილტვის დაზიანება;
  • ფილტვის გარშემო ნაწიბურების გაჩენა;
  • აბსცესი.

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17373-pleural-effusion