რა არის ასციტი?
ასციტი მუცლის ღრუში სითხის დაგროვებას ნიშნავს.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყალიბდება ციროზის, ღვიძლის დაავადების შედეგად. აუცილებლად დაუკავშირდით მკურნალ ექიმს თუ უკვე დიაგნოსტირებული გაქვთ ციროზი და წონაში სწრაფად იმატებთ. ექიმი შეარჩევს მკურნალობის კურსს (ძირითადად, ეფექტურია დაბალმარილიანი დიეტა).
გაითვალისწინეთ, ანამნეზში ისეთი დაავადება, რომელიც ციროზის გამომწვევი მიზეზია, ასციტის ჩამოყალიბების რისკის წინაშეც გაყენებთ.
საყურადღებო დაავადებებია:
- არაალკოჰოლური ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება;
- C ჰეპატიტი;
- B ჰეპატიტი;
- ალკოჰოლის მოხმარება;
- ავტოიმუნური ჰეპატიტი;
- ღვიძლის გენეტიკური დაავადებები.
ასციტი შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი პათოლოგიების გამო:
- გულის უკმარისობა;
- თირკმლის უკმარისობა;
- ინფექციები;
- მუცლის ღრუსა და მენჯის ორგანოების კიბო.
იშვიათად რომ სითხე პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის მუცლის ღრუში გაჩნდეს.
ასციტის მთავარი სიმპტომი დიდი ზომის მუცელი და სწრაფი წონის მატებაა.
სხვა ნიშნებია:
- კოჭის შეშუპება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- შებერილობა;
- უმადობა;
- მუცლის ტკივილი;
- შეკრულობა;
- ზურგის ტკივილი;
- პაციენტს უჭირს ჯდომა;
- დაღლილობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/14792-ascites