რა არის გულის ტამპონადა?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც გულის გარშემო დიდი რაოდენობით სითხეა დაგროვილი და ამის გამო ორგანოს საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა უჭირს. სითხის ზეწოლის ფონზე გულის სათანადოდ ფუნქციონირების უნარი ირღვევა.
გულის ტამპონადა ემერჯენსი დაავადებაა - პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, აუცილებელია სითხის ამოტუმბვა.
ძირითადად, ჩნდება კიბოს, ინფექციის, ტრავმის, სხვადასხვა დაავადების ფონზე.
გულის ტამპონადასგან არავინაა დაზღვეული, ყალიბდება ნებისმიერ ასაკში. სტატისტიკის თანახმად, ყოველ 10 000 ადამიანში ორს გულის ტამპონადა უვითარდება სხვა დაავადების შედეგად.
სწრაფი მიმდინარეობისას პაციენტს აქვს შემდეგი სიმპტომები:
- გამჭოლი ტკივილი გულმკერდის არეში;
- ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს მკლავის, ზურგის, კისრის, მკლავების არეში;
- ტკივილი შესაძლოა მწვავდებოდეს ღრმად ჩასუნთქვის, ხველების გამო;
- სუნთქვის გაძნელება;
- გულის წასვლა, თავბრუსხვევა;
- კანის გაფერმკრთალება, გალურჯება;
- აჩქარებული გულისცემა;
- აჩქარებული პულსი;
- პაციენტი უჩვეულოდ იქცევა.
დაავადების ნელი პროგრესირებისას ჩნდება შემდეგი ნიშნები:
- სუნთქვის უკმარისობა;
- მუცლისა თუ ფეხების შეშუპება;
- დაღლილობა;
- დისკომფორტი გულმკერდის არეში.
გულის ტამპონადას გამომწვევი მიზეზებია:
- ტრავმა;
- გამჭოლი ჭრილობა;
- ინფარქტი;
- კიბო;
- აორტის გახლეჩვა;
- ტუბერკულოზი;
- პერიკარდიუმის ანთება ან ინფექცია;
- ლუპუსი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- სკლეროდერმა;
- გულის კიბო;
- გულის ან თირკმლის უკმარისობა.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზია გულზე ან გულის არეში ჩატარებული ქირურგიული ჩარევა, რომელიმე კარდიოლოგიური პროცედურა ან სხივური თერაპია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21906-cardiac-tamponade