პერიკარდიული ეფუზია

პერიკარდიული ეფუზია

რა სიმპტომები ჩნდება პერიკარდიუმში ჭარბი სითხის დაგროვების შემდეგ?

რა არის პერიკარდიული ეფუზია?

პერიკარდიული ეფუზია არის მდგომარეობა, როდესაც პერიკარდიუმში ჭარბი, ზედმეტი სითხე გროვდება. დიდი რაოდენობის სითხის შედეგად გული იკუმშება/იჭყლიტება, რაც თავისთავად აფერხებს ამ ორგანოს სათანადოდ ფუნქციონირების უნარს.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია მდგომარეობის სიმწვავესა და გამომწვევ მიზეზზე.

პერიკარდიული ეფუზია შესაძლოა გულის ტამპონადის წარმოქმნის მიზეზი გახდეს.

მსუბუქი მიმდინარეობისას პაციენტს არ აწუხებს სიმპტომები, თუმცა ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც ეფუზია ყალიბდება სწრაფი ტემპით და სითხეც დიდი რაოდენობით გროვდება.

პერიკარდიული ეფუზიისა და გულის ტამპონადასთვის დამახასიათებელია:

  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ტკივილი ან წნევის, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • გულის წასვლის შეგრძნება;
  • დაღლილობა;
  • შფოთვა, დაბნეულობა;
  • ტუჩებისა და ფრჩხილების გალურჯება ან ნაცრისფერი შეფერილობა.

როდესაც პერიკარდიული ეფუზია საკმარისად ვრცელი მოცულობისაა, ზეწოლას განიცდის გარშემომდებარე ქსოვილები თუ ნერვები.

მსგავს კლინიკურ შემთხვევებში პაციენტები უჩივიან:

  • ყლაპვის გაძნელებას;
  • ხველებას;
  • სლოკინს.

პერიკარდიული ეფუზიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ინფექცია;
  • კიბო;
  • იმუნური სისტემის მდგომარეობები;
  • ანთებითი პროცესი;
  • ჰორმონული დარღვევა;
  • ტრავმა;
  • გულის დაავადებები;
  • სისხლის მიმოქცევის პრობლემები;
  • გულზე ჩატარებული ოპერაცია, სხივური თერაპია ან მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • გულის უკმარისობა;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ღვიძლის ციროზი.

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17351-pericardial-effusion