ყურადღების ცენტრში ყოფნის არაადეკვატური სურვილი - სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე „ლაიქებს“ ხშირად ითვლით?

ყურადღების ცენტრში ყოფნის არაადეკვატური სურვილი - სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე „ლაიქებს“ ხშირად ითვლით?

რას ნიშნავს ყურადღების მისაპყრობად მიმართული ქცევა?

ადამიანმა შეიძლება გამოავლინოს ისეთი ქცევა, რომელიც პოზიტიურ ან ნეგატიურ ყურადღებას მოითხოვს. ყურადღების მისაპყრობად მიმართული ქცევა შეიძლება ახასიათებდეთ როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს.

ამ ქცევის მიზეზია ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უუნარობა, პიროვნული დარღვევა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა.

დიახ, მსუბუქი დოზით ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი თითქმის ყველა ადამიანს აქვს, თუმცა პროფესიონალი ექიმის ჩართვაა აუცილებელი მაშინ, როდესაც ყურადღების მისაპყრობად მიმართული ქცევა იძენს დაუოკებელ ელფერს და ხდება დესტრუქციული. ფსიქოლოგი შეძლებს მიაგნოს ქცევის მიზეზს, შესაბამისად შეარჩევს მკურნალობის კურსს.

ზრდასრულებში გამოხატულია შემდეგი სიმპტომებით:

  • სოციალურ მედიას იყენებთ არაჯანსაღი გზით - ლამის ყველაფერს აკეთებთ ყურადღების მისაპყრობად, ატვირთული ფოტო/ვიდეოს „ლაიქებისა“ და კომენტარებისთვის;
  • საზოგადოებაში ზედმეტად დრამატული ან ემოციური ხართ;
  • თუ თავს ყურადღების ცენტრში არ გრძნობთ გეჩვენებათ თითქოს გარშემომყოფები გაიგნორებენ;
  • სხვებისგან მუდმივად კომპლიმენტებსა და აღიარებას ელით;
  • მეტი რეაქცია რომ გამოიწვიოთ საკამათო თემებს იშველიებთ;
  • თავს ისე აჩვენებთ თითქოს დავალების შესრულება თუ პრობლემის გადაჭრა სათანადოდ არ შეგიძლიათ და ამ გზით სხვებისგან ყურადღებას იპყრობთ;
  • გარშემომყოფების მოსახიბლად საკითხის გაზვიადებას თუ შელამაზებას არ ერიდებით.

ბავშვებში ყურადღების მისაპყრობად მიმართული ქცევის ნიშნებია:

  • გაქცევა;
  • სხვების ცემა;
  • წესების დარღვევა;
  • ინსტრუქციების იგნორირება;
  • ყვირილი;
  • ტირილი მაშინაც კი, როდესაც ბედნიერები არიან და არაფერი აწუხებთ.

    წყარო:   

    https://www.medicalnewstoday.com/articles/attention-seeking-behavior