ქეროფობია - ბედნიერების შიში

ქეროფობია - ბედნიერების შიში

რა არის ქეროფობია?

ქეროფობია არის ფობია, რომლის დროსაც ადამიანს ბედნიერების, მხიარულების ეშინია. ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ პირი შეგნებულად ერიდება ადგილებს, სადაც მხიარულება გარანტირებულია.

ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ქეროფობია შფოთვითი აშლილობის ფორმაა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ქეროფობიის მქონე პირი სულაც არ არის სევდიანი ადამიანი, არამედ პიროვნებაა, რომელიც ერიდება მხიარულ სივრცეს.

ამ ტიპის ფობიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • წვეულებაზე, კონცერტსა თუ მსგავსი ტიპის გასართობ ღონისძიებაზე გაფიქრებაზეც კი შფოთვა ეწყება;
  • უარყოფს ცხოვრებაში მიმდინარე პოზიტიურ მოვლენებს, რადგანაც ეშინია, რომ კარგ ამბებს ცუდი მოჰყვება;
  • უარს ამბობს ისეთ აქტივობებში ჩართვაზე, რომელიც განიხილება როგორც მხიარულება;
  • ფიქრობს, რომ ბედნიერების გამო ცუდი ადამიანი არ გახდეს;
  • სხვებისთვის იმის ჩვენება რომ ბედნიერი ვარ, უხერხულია;
  • იმის ცდა რომ ბედნიერი ვიყო დროის ფუჭად ფლანგვაა.

ხშირად ქეროფობიის მიზეზი შინაგანი შიშია - შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბედნიერებას მალვა უნდა და მხიარულება შესაძლოა ცუდმა ამბავმა შეცვალოს?

ეს ფობია სავსებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს წარსულში გადატანილი ფიზიკური ან ემოციური ტრავმული მოვლენის ფონზეც.

დიაგნოზი ხშირია ინტროვერტებსა და პერფექციონისტებში.

წყარო: 

https://www.healthline.com/health/cherophobia-causes-and-treatment