ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 23 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 109 536 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 663 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 504 ადამიანი და დაიღუპა 59, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 62 221 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 579 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 331 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 158 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 21 413 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 631 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 9 119 და დაიღუპა 209 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 948 და დაიღუპა 27.
წყარო: