რა არის ლუპუსი?
ლუპუსი ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ორგანოებსა და ქსოვილებს აზიანებს, ნაცვლად მათი დაცვისა. იგი იწვევს ანთებით პროცესს, რომელიც ვნებს კანს, სახსრებს, სისხლს, თირკმელს, ფილტვებსა და გულს.
სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ ლუპუსმა რომელი ორგანო ან სისტემა დააზიანა. მწვავე სიმპტომებისას მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. დაავადებას ახასიათებს რემისიის პერიოდებიც, ანუ ამ დროს სიმპტომები ან სრულიად ალაგებულია, ან მსუბუქი დოზითაა გამოხატული.
ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
- სახსრების, კუნთების, გულმკერდის ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- გამონაყარი;
- სიცხე;
- თმის ცვენა;
- წყლულები პირის ღრუში;
- სუნთქვის უკმარისობა;
- დაღლილობა;
- შეშუპებული გლანდები;
- მკლავების, ფეხებისა და სახის შეშუპება;
- დაბნეულობა;
- თრომბები.
ზოგჯერ ლუპუსი იწვევს სხვა პათოლოგიებს, კერძოდ, ეს მდგომარეობებია:
- მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ;
- თვალების სიმშრალე;
- დეპრესია;
- შეტევები;
- ანემია;
- ოსტეოპოროზი;
- გულის დაავადება;
- თირკმლის დაავადება.
ექსპერტებისთვის დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მეცნიერთა აზრით, დაავადების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გენეტიკური და გარემო ფაქტორები, ჰორმონები, ცხოვრების არაჯანსაღი წესი (თამბაქო, სტრესი), ანამნეზში სხვა ავტოიმუნური დაავადებები.
წყარო: