დრესლერის სინდრომი - ინფარქტის შემდეგ იმუნური სისტემის რეაქცია გულის მიმართ

დრესლერის სინდრომი - ინფარქტის შემდეგ იმუნური სისტემის რეაქცია გულის მიმართ

რა არის დრესლერის სინდრომი?

დრესლერის სინდრომი გულის შემომფენი გარსის ანთებაა. ეს არის იმუნური სისტემის რეაქცია გულის დაზიანებული ქსოვილის ან პერიკარდიუმის მიმართ. დაზიანების მიზეზი შესაძლოა იყოს გულის შეტევა, ტრავმული დაზიანება ან ოპერაცია.

დრესლერის სინდრომის სიმპტომები, ძირითადად, ჩნდება ინფარქტიდან, გულმკერდის არეში მიყენებული ტრავმიდან თუ ოპერაციიდან კვირების თუ თვეების შემდეგ.

სიმპტომები:

  • გულმკერდის ტკივილი;
  • სიცხე.

გახსოვდეთ, გულმკერდის არეში ნებისმიერი ინტენსივობის ტკივილი ძალიან საყურადღებოა! სასწრაფოდ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს თუ გაქვთ უეცარი ან მუდმივი გულმკერდის ტკივილი. სავსებით შესაძლებელია ეს სიმპტომი გულის შეტევის ან სხვა სერიოზული დარღვევის მანიშნებელი იყოს.

ექსპერტთა აზრით, დრესლერის სინდრომი ყალიბდება იმუნური სისტემის რეაქციის ფონზე, კერძოდ, ორგანიზმი დაზიანებული ქსოვილის აღსადგენად იმუნურ უჯრედებსა და ანტისხეულებს გზავნის, თუმცა ზოგჯერ ეს რეაქცია უარყოფით შედეგს იძლევა და დახმარების ნაცვლად პერიკარდიუმში ანთებით პროცესს იწვევს.

იმუნური სისტემის რეაქცია, რომელიც დრესლერის სინდრომს იწვევს, შესაძლოა ასევე გახდეს პლევრის ეფუზიის (სითხის დაგროვება ფილტვის ამომფენ ქსოვილებში) ჩამოყალიბების წინაპირობა.

იშვიათად, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დრესლერის სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები როგორიცაა გულის ტამპონადა და კონსტრიქციული პერიკარდიტი.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dresslers-syndrome/symptoms-causes/syc-20371811