მუცლის შეშუპება

მუცლის შეშუპება

რას ნიშნავს მუცლის შეშუპება?

დიაგნოზი მუცლის შეშუპება განმარტავს მდგომარეობას, როდესაც თქვენი კუჭის მიდამო ზომაში ნორმაზე დიდია. მუცლის შეშუპებისას შესაძლოა უჩიოდეთ დისკომფორტსა და ტკივილს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია აირები. ჭარბი აირების წარმოქმნას კი ხელს უწყობს ჰაერის გადაყლაპვა და იმ საკვების მიღება, რომელიც დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს.

სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ლაქტოზის აუტანლობა;
  • ასციტი (მუცლის წყალმანკი);
  • ნაღვლის კენჭები;
  • წონის მომატება;
  • საკვერცხის კისტა.

თუ მუცლის შეშუპების მიზეზი აირების დაგროვებაა შესაძლებელია თვითმკურნალობა (ცოტა ხნით მოერიდეთ ბოჭკოვან საკვებს, დაელოდეთ კუჭის მოქმედებას, დაისვენეთ), თუმცა ზოგჯერ ეს სიმპტომი გაცილებით სერიოზული პათოლოგიის გამოვლინებაა, შესაბამისად, ექიმის კონსულტაცია საჭირო ხდება.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მუცელი ზომაში ზრდას განაგრძობს ან ასევე შენიშნეთ სხვა სიმპტომებიც (შეშუპება, სიცხე, გულისრევა). მიმართეთ ექიმს თუ ძლიერი დიარეა გაქვთ ან განავალში ხედავთ სისხლს.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/abdomen-swollen#seeking-help