რა არის პერიკარდიუმი?
პერიკარდიუმი სითხით სავსე ქსოვილია, რომელიც გულის გარშემოა შემოსაზღვრული - მას გულის დამცავი ფუნქცია აკისრია. პერიკარდიუმი ასევე ფარავს გულის მთავარი სისხლძარღვების ფესვებს.
პერიკარდიუმის ფუნქციებში შედის:
- დაიცვას გული გარე ფაქტორებისგან, წნევისგან და გადატვირთვისგან;
- შეუნარჩუნოს გულს ადგილი;
- გულში არ ჩაიღვაროს ზედმეტი სისხლი;
- გული დაიცვას ინფექციებისგან;
- შეამციროს ხახუნის ძალა გულსა და შემომსაზღვრელ ქსოვილებს შორის.
პერიკარდიუმზე უარყოფითად აისახება შემდეგი დაავადებები თუ მდგომარეობები:
- პერიკარდიტი;
- კონსტრიქციული პერიკარდიტი;
- პერიკარდიული ეფუზია;
- კარდიული ტამპონადა;
- პერიკარდიული კისტები.
პერიკარდიუმის დაზიანებისას სავსებით მოსალოდნელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- გულმკერდის ტკივილი;
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
- მშრალი ხველა;
- აჩქარებული გულისცემა;
- დაღლილობა;
- სიცხე;
- ტკივილი ზურგის, კისრისა და მკლავების არეში;
- სუნთქვის გაძნელება;
- შეშუპება;
- ყლაპვის გაძნელება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/body/23561-pericardium