რა არის ჰიპერანდროგენიზმი?
ჰიპერანდროგენიზმი არის დიაგნოზი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქალის ორგანიზმში ჰორმონ ანდროგენის დონე მოჭარბებულია.
ანდროგენი მნიშვნელოვანი ჰორმონია და აუცილებელია:
- რეპროდუქციული სისტემისთვის;
- გულისთვის;
- ძვლისთვის;
- კუნთებისთვის;
- ტვინისთვის;
- ლიბიდოსთვის;
- ცხიმის უჯრედებისთვის;
- სხეულის თმის ზრდისთვის.
ქალის ორგანიზმში ანდროგენის ჰორმონები გამომუშავდება ცხიმოვან უჯრედებსა და საკვერცხეებში, ასევე თირკმელზედა ჯირკვლებში.
როდესაც ქალის ორგანიზმში ანდროგენის დონე რეკომენდებულზე მაღალია, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- თმის ზრდა ისეთ ადგილებში როგორიცაა სახე, გულმკერდი, ზურგი;
- აკნე;
- მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა;
- სიმელოტე;
- ცხიმიანი კანი;
- ვირილიზაცია (მამაკაცური ნიშნების გამოვლინება).
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჰიპერანდროგენიზმისას ქალებს აქვთ პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი.
სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
- კუშინგის დაავადება;
- საკვერცხის სიმსივნე;
- თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/androgens-and-pcos-excess-levels-what-it-means-4156771