ჰიპერანდროგენიზმი - რა სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ქალის ორგანიზმში ჰორმონ ანდროგენის დონე მაღალია?

ჰიპერანდროგენიზმი - რა სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ქალის ორგანიზმში ჰორმონ ანდროგენის დონე მაღალია?

რა არის ჰიპერანდროგენიზმი?

ჰიპერანდროგენიზმი არის დიაგნოზი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქალის ორგანიზმში ჰორმონ ანდროგენის დონე მოჭარბებულია.

ანდროგენი მნიშვნელოვანი ჰორმონია და აუცილებელია:

  • რეპროდუქციული სისტემისთვის;
  • გულისთვის;
  • ძვლისთვის;
  • კუნთებისთვის;
  • ტვინისთვის;
  • ლიბიდოსთვის;
  • ცხიმის უჯრედებისთვის;
  • სხეულის თმის ზრდისთვის.

ქალის ორგანიზმში ანდროგენის ჰორმონები გამომუშავდება ცხიმოვან უჯრედებსა და საკვერცხეებში, ასევე თირკმელზედა ჯირკვლებში.

როდესაც ქალის ორგანიზმში ანდროგენის დონე რეკომენდებულზე მაღალია, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • თმის ზრდა ისეთ ადგილებში როგორიცაა სახე, გულმკერდი, ზურგი;
  • აკნე;
  • მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა;
  • სიმელოტე;
  • ცხიმიანი კანი;
  • ვირილიზაცია (მამაკაცური ნიშნების გამოვლინება).

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჰიპერანდროგენიზმისას ქალებს აქვთ პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი.

სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
  • კუშინგის დაავადება;
  • საკვერცხის სიმსივნე;
  • თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე.

 

წყარო:                 

https://www.verywellhealth.com/androgens-and-pcos-excess-levels-what-it-means-4156771