ვარიკოზული ვენები - რატომ არის სიმსუქნე და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვენისთვის მავნებელი?

ვარიკოზული ვენები - რატომ არის სიმსუქნე და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვენისთვის მავნებელი?

ვარიკოზული ვენები გადიდებული, შესიებული ვენებია.

ნებისმიერი ზედაპირული ვენა შეიძლება გახდეს ვარიკოზული, მაგრამ უმეტესად ზიანდება ქვემო კიდურების, რადგან დგომისა თუ სიარულის დროს წნევა სწორედ რომ ამ მიდამოში იზრდება.

ადამიანთა უმეტესობისთვის ვარიკოზული და ერთგვარი ობობას მსგავსი (ვენური ობობები) ვენები კოსმეტიკური პრობლემაა, მაგრამ ეს მდგომარეობა შეიძლება ასევე იწვევდეს ტკივილსა და დისკომფორტს, უფრო მეტიც - ჯანმრთელობის სერიოზულ დაავადებებსაც.

სიმპტომები

როგორც წესი, მდგომარეობის დროს ვლინდება შემდეგი ვიზუალური სიმპტომები:

  • მუქი იისფერი ან ლურჯი შეფერილობის ვენები;
  • დაკლაკნილი, ამობურცული ვენები.

ასევე ვლინდება:

  • სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში;
  • ადვილად დაღლა;
  • წვის, პულსაციის, კუნთის კრუნჩხვის შეგრძნება ფეხებში;
  • დიდხანს ჯდომისა თუ დგომის გამო ტკივილის ხარისხის გაძლიერება;
  • ვარიკოზული ვენების გარშემო კანის ფერის შეცვლა და ქავილი.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს რამდენიმე რისკ-ფაქტორმა, მაგალითად, გასათვალისწინებელია:

  • ასაკი. წლების მატებასთან ერთად ამ პათოლოგიის განვითარების რისკი იზრდება;
  • სქესი. როგორც წესი, ვარიკოზი ქალებში უფრო ხშირად ვლინდება;
  • ორსულობა;
  • ოჯახური ანამნეზი. თუ ოჯახის რომელიმე წევრი ამ პათოლოგიით ავადობს, დიდი შანსია რომ ვარიკოზული ვენების დიაგნოზი თქვენც დაგისვან;
  • სიმსუქნე. გახსოვდეთ, რომ სიმსუქნის გამო ვენებს გაცილებით მეტი წნევა აწვება;
  • დიდხანს, ერთსა და იმავე პოზიციაში დგომა ან ჯდომა.

აღსანიშნავია, რომ ვარიკოზული ვენების გართულება იშვიათია, მაგრამ თუ მდგომარეობა გართულდა ვლინდება:

  • წყლული;
  • სისხლის კოლტები;
  • სისხლდენა.

პრევენცია

ვარიკოზული ვენების სრული პრევენციის გზა არ არსებობს, მაგრამ მედიკოსთა განმარტებით, გარკვეული მეთოდებით (რომელიც სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და კუნთის ტონუსისთვის სასარგებლოა) დაავადების განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია.

ვარიკოზული ვენებით გამოწვეულ დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ ან დაავადების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ:

  • ვარჯიში;
  • ჯანსაღი წონის შენარჩუნება;
  • კვების რაციონში დიდი რაოდენობით ბოჭკოთი მდიდარი საკვები და ნაკლები დოზით მარილი;
  • მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მჭიდრო წინდებს;
  • შეეცადეთ, რომ ზურგზე წოლისას მცირე ხნით მაინც გქონდეთ ფეხები მაღლა და კომფორტულად აწეული - ეს პოზიცია ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს;
  • ჯდომისა თუ დგომის დროს ხშირად შეიცვალეთ პოზიცია.

დიაგნოსტირებისთვის რეკომენდებულია ვენების დუპლექს-სკანირება. მკურნალობის მეთოდი უმეტესად ნაკლებად ინვაზიურ პროცედურებს მოიცავს და ამბულატორიულ რეჟიმში ხორციელდება. თუ მედიკამენტური თერაპია ეფექტური არ აღმოჩნდა, შეიძლება დაინიშნოს სკლეროთერაპია, ლაზერული აბლაცია, ამბულატორიული ფლემექტომია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ორსულობის დროს განვითარებული ვარიკოზული ვენები მშობიარობის შემდეგ 3-დან 12 თვემდე ვადაში ქრება.   

 

წყარო

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/varicose-veins/symptoms-causes/syc-20350643