პერიკარდიტი - გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითები და პრევენციის გზები

პერიკარდიტი - გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითები და პრევენციის გზები

როგორ ავირიდოთ თავიდან პერიკარდიტი?

პერიკარდიტი პერიკარდიუმის (ქსოვილი, რომელიც გულის გარშემოა შემოსაზღვრული) შეშუპება და გაღიზიანებაა. პათოლოგიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი გულმკერდის ტკივილია.

პერიკარდიტის პრევენციის სპეციფიკური გზა არ არსებობს, თუმცა გარკვეული მეთოდებით რისკის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია.

რეკომენდებულია თავი დაიცვათ იმ ინფექციებისგან, რომელიც გულის ანთებითი პროცესის მაპროვოცირებლად ითვლება.

გირჩევთ:

  • მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომელთაც ვირუსული ან გრიპისმაგვარი სიმპტომები აქვთ;
  • ყურადღება მიაქციეთ პირად ჰიგიენას, კერძოდ, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და ამ პროცედურას მინიმუმ 20 წამი დაუთმეთ;
  • ჩაიტარეთ ვაქცინაცია.

გახსოვდეთ, ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი საყურადღებოა - როდესაც დაავადების და მათ შორის პერიკარდიტის დიაგნოსტირება ხდება ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ეფექტიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და შესაბამისად, გართულებების დროული პრევენცია შესაძლებელი.

პერიკარდიტის გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:

  • სითხის დაგროვება გულის გარშემო (სამედიცინო ენაზე პერიკარდიული ეფუზია);
  • გულის ამომფენის შესქელება და დანაწიბურება;
  • გულის ტამპონადა.

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pericarditis/symptoms-causes/syc-20352510