რა არის ექსტრავერსია?
ფსიქოლოგები ტერმინ ექსტრავერსიით ახასიათებენ ადამიანს, რომელიც არის ენერგიული, კონტაქტური, მეგობრული.
ექსტროვერტი „ხალხის პიროვნებაა“, რომელიც გარშემომყოფებსა და ლამის სამყაროს საკუთარ ენერგიას უზიარებს. თქვენს წინაშე ექსტროვერტია თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყველაზე მეტს საუბრობს/აქტიურობს, საკუთარ თავში დარწმუნებულია, არ ერიდება სრულიად უცხო ადამიანების გაცნობა.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ექსტროვერტი პირი ყურადღების მიპყრობაზეა ორიენტირებული, თუმცა რეალურად ამ ბუნების მქონე ადამიანები ენერგიას ივსებენ სოციალური ურთიერთობებით - მათ სოციალური სტიმულაცია სჭირდებათ ენერგიით რომ დაიმუხტნონ. ისინი იმპულსური ბუნების არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
დამახასიათებელია შემდეგი პიროვნული შტრიხები:
- მოსწონს სოციალური სიტუაციები;
- არ უყვარს მარტო ყოფნა;
- ადვილად იძენს მეგობრებს;
- არ აშინებს რისკზე წასვლა.
წყარო:
https://www.thomas.co/resources/type/hr-blog/extroversion-personality-trait