კონსულტაცია მამოლოგთან.
ყველა ქალმა უნდა იზრუნოს ჯანმრთელობაზე, ჩაიტაროს რუტინული გამოკვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმს შეაფასებინოს ორგანიზმის მდგომარეობა მაშინაც კი, როდესაც არაფერი აწუხებს (პრაქტიკულად ჯანმრთელი პირი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს).
მამოლოგის კონსულტაცია უნდა გაიაროთ შემდეგი კლინიკური შემთხვევების დროს:
• მკერდის ტკივილი, რომელსაც კავშირი არ აქვს მენსტრუაციასთან;
• ნებისმიერი ტიპის გამონადენი დვრილიდან (ძუძუს თავი);
• დვრილის დეფორმაცია;
• მკერდის კანის სიწითლე;
• სიმაგრე მკერდში;
• მკერდის შეშუპება;
• იღლიაში ლიმფური კვანძის გადიდება;
• ნებისმიერი ტიპის ახალწარმონაქმნი კანზე;
• ერთი რომელიმე სარძევე ჯირკვლის ზომის ცვლილება;
• გეგმავთ ორსულობას;
• ყოველწლიური რუტინული შემოწმება 30 წელს გადაცილებული ქალებისთვის.
ყოველწლიური სკრინინგი უკიდურესად მნიშვნელოვანია თუ ფიქსირდება ისეთი პათოლოგიებით ავადობის ოჯახური ანამნეზი როგორიცაა ძუძუს დაავადებები. ყოველწლიური სკრინინგი უნდა ჩაიტაროთ თუ ანამნეზში გაქვთ ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები და გინეკოლოგიური დაავადებები.
სპეციალისტს უნდა მიმართოთ შემდეგი მდგომარეობებისას:
• გვიანი (50 წელს ზემოთ) ან ადრეული (45 წლამდე) მენოპაუზა;
• პირველი ორსულობა 35 წელს ზემოთ ასაკში;
• უნაყოფობა;
• ჰორმონული დარღვევები;
• ქრონიკული სტრესი;
• ადრეული (11 წლამდე) ან გვიანი (16 წელს ზემოთ) პირველი მენსტრუაცია.
წყარო:
https://medcenter.lviv.ua/en/consultation-of-a-mammologist/