თავბრუსხვევა შხაპის მიღებისას

თავბრუსხვევა შხაპის მიღებისას

ცხელი შხაპი ან ორთქლი და თავბრუსხვევა.

სიცხე ადამიანებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. მსუბუქი სითბო სასარგებლოა, თუმცა ზედმეტი სიცხე სახიფათო და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანამნეზში გარკვეული დაავადებები უკვე ფიქსირდება.

გულისა და ნევროლოგიური პათოლოგიების, ასევე ცირკულაციის დარღვევისთვის დამახასიათებელი დაავადებების მქონე პირებმა თავბრუსხვევა და სხვა სიმპტომები შეიძლება იგრძნონ თუ შხაპს ცხელ წყალში მიიღებენ. ცხელი შხაპის მიღებისას გულის წასვლის შეგრძნება მაშინაც კი შეიძლება დაგეუფლოთ, როდესაც პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლებით. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია წყლის ტემპერატურა დაარეგულიროთ, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიიღოთ შხაპი და მინიმუმამდე შეამციროთ თავბრუსხვევის ფონზე წაქცევის, შესაბამისად, მოტეხილობის თუ სხვა ფიზიკური ტრავმის რისკი.

უსაფრთხოებისთვის გირჩევთ:

  • შხაპის მიღებამდე დალიეთ წყალი;
  • დაიბანეთ ნელთბილი წყლით;
  • აბაზანაში გქონდეთ სკამი და როგორც კი თავბრუსხვევას იგრძნობთ დაისვენეთ;
  • საპირფარეშო აღჭურვეთ აბაზანისთვის განკუთვნილი მოცურების საწინააღმდეგო ხალიჩით;
  • გააღეთ ფანჯარა ან კარი შხაპის მიღებისას.

     

    წყარო:

    https://www.healthline.com/health/why-do-hot-showers-make-me-dizzy#causes