სახიფათო სამკუთხედი სახეზე - დაუშვებელია მუწუკის წვალება

სახიფათო სამკუთხედი სახეზე - დაუშვებელია მუწუკის წვალება

სახიფათო სამკუთხედი, სიკვდილის სამკუთხედი სახის არეში.

დერმატოლოგები ამ ტერმინებით განმარტავენ მიდამოს, რომელიც მოიცავს სივრცეს ცხვირის ხიდიდან პირის კუთხეებამდე. არასდროს აწვალოთ მუწუკი ამ ზონაზე, რადგან კანის გაღიზიანებისას სავსებით მოსალოდნელია ინფექცია პირდაპირ ტვინში გავრცელდეს. გახსოვდეთ, ერთი შეხედვით პატარა სეგმენტი პირდაპირი კავშირია ტვინთან.

თავისთავად, მუწუკის ამორწყვა, ნებისმიერი ტიპის ფერიმჭამელის მექანიკური გაღიზიანება დაუშვებელია და ეს მხოლოდ სახეს არ ეხება! მუწუკის თვითნებური ამოღებისას ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ დარჩეს ნაწიბურები, ჩამოყალიბდეს ანთებითი პროცესი, განვითარდეს პოსტანთებითი ჰიპერპიგმენტაცია.

თუ სახეზე უკვე გავრცელებულია ინფექცია აუცილებელია აწარმოოთ მონიტორინგი, დააკვირდეთ ცვლილებებს პროცესის დაწყებიდან 5-10 დღის განმავლობაში. ინფექციამ შესაძლოა მოიცვას გაცილებით ვრცელი არე - დაავადების პროგრესირებასთან ერთად პაციენტები უჩივიან სისტემურ სისუსტეს, შესაბამისად, სიმპტომებს (სიცხე, კანკალი, ციებ-ცხელება).

ინფექციის პირველივე ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს - დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში პათოლოგიის ეფექტური მართვა გაცილებით მარტივია.  

 

წყარო:   

https://health.clevelandclinic.org/danger-triangle