ფეხის დაბუჟება

ფეხის დაბუჟება

რა არის პარესთეზია?

ფეხის დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც ცნობილია პარესთეზიის სახელწოდებითაც, გავრცელებული ჩივილია.

სავსებით მოსალოდნელია ფეხი დაგიბუჟდეთ თუ ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ისხდებით. როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში პოზის შეუცვლელად ზის სისხლის მიმოქცევა მცირდება ან ნერვს ზედმეტი წნევა აწვება - მდგომარეობა მაშინვე გაუმჯობესდება როგორც კი სიარულს დაიწყებთ.

თუმცა უმიზეზო და ხანგრძლივი, ქრონიკული დაბუჟება ჯანმრთელობის პრობლემის, მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემისა თუ პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიების მანიშნებელი სიმპტომია.

სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ვიტამინ B12-ის დეფიციტი;
  • კანის მოყინვა;
  • მწერის ნაკბენი;
  • ქიმიოთერაპია;
  • ოპერაცია;
  • ვასკულიტი;
  • ტოქსინები ზღვის პროდუქტებში.

ზოგჯერ ჩნდება ტრავმის ფონზე:

  • ზურგის დაზიანება;
  • ფეხის ძვლის მოტეხილობა;
  • დისკის თიაქარი;
  • ნერვის კომპრესია;
  • კისრის ნერვის ტრავმა.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კი ფეხის დაბუჟების მიზეზია ნევროლოგიური დაავადებები თუ დაზიანებები.

ზოგჯერ ფეხის არეში ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება ქრონიკული მდგომარეობების სიმპტომებია.

 

 

წყარო:  

https://www.verywellhealth.com/leg-numbness-5213379