როგორ ავირიდოთ თავიდან კატის ნაკაწრის დაავადება?

როგორ ავირიდოთ თავიდან კატის ნაკაწრის დაავადება?

კატის ნაკაწრის ცხელება - პრევენციის მეთოდები.

კატის ნაკაწრის ცხელება (ასევე ცნობილია როგორც კატის ნაკაწრის დაავადება) ბაქტერიული ინფექციაა - ადამიანი ინფიცირდება კატის ნაკბენით ან გაკაწვრით. თავად კატებში ამ დაავადებას ავრცელებს რწყილი.

ინფექციისთვის დამახასიათებელია გამონაყარი, ლიმფური კვანძების შეშუპება, ცხელება.

თუ კატის გარშემო ხართ ამ მეთოდების დაცვას გირჩევთ.

კატის ნაკაწრის დაავადების პრევენციისთვის მოწოდებულია:

  • პირველ რიგში მოერიდეთ იმას, რომ კატამ დაგკაწროთ ან გიკბინოთ;
  • კატასთან თამაშისა თუ შეხების შემდეგ ხელები დაიბანეთ;
  • რწყილის კბენისგან რომ დაიცვათ, კატა შინ გყავდეთ;
  • ნუ მოეფერებით და არ შეეხოთ ქუჩის კატებს;
  • თუ კანზე უკვე გაქვთ ნებისმიერი სახის ჭრილობა ან ნაკაწრი დაუშვებელია კატამ აგლოკოთ;
  • ვეტერინარს ჰკითხეთ თუ რა გზითაა შესაძლებელი კატა დაიცვათ რწყილებისგან;
  • სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებმა შეიძინეთ ან თავშესაფრიდან აიყვანეთ მხოლოდ 1 წელს გადაცილებული კატა, თქვენი ორგანიზმისთვის არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის კნუტი.

 

 

წყარო  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23537-cat-scratch-fever