იცოდით?
უცნაურია, თუმცა ფაქტია, რომ ხანდაზმულ ასაკში სხეულის სხვა ყველა ნაწილი ზომაში მცირდება, თუმცა ცხვირი და ყური პირიქით იზრდება. ამის მიზეზია ხრტილი - იგი დრეკადი ქსოვილია, კანთან შედარებით უფრო ძლიერი და ძვალზე მსუბუქი.
ცხოვრების განმავლობაში კანის სტრუქტურა თხელდება. ასაკის მატებისას კანი ელასტიურობას კარგავს და მოშვებული ხდება. მოძველებულ ხრტილზე გადაფენილი მოდუნებული კანის ფონზე ყური და ცხვირი გაცილებით გრძელ იერსახეს იძენს.
ასაკის მატების ბუნებრივი პროცესია სახეზე წარმოქმნილი ცვლილებები, რაც მხოლოდ ნაოჭებით არ გამოიხატება. მაგალითად, წლებთან ერთად ლოყები და ტუჩები თხელდება, შესაბამისად, ცხვირი უფრო დიდი ზომის გვეჩვენება.
ცნობისათვის, როდესაც ადამიანი 85 წელს აღწევს ამ დროს ყურები საშუალო სიგრძის პიკშია.
წყარო:
https://curioustimes.in/news/the-nose-and-ears-are-our-only-body-parts-that-dont-stop-growing/