როგორ უნდა მიხვდეთ, რომ რწყილმა გიკბინათ, რა სიმპტომები ახასიათებს?
რწყილის ნაკბენისას კანზე ჩნდება პატარა ზომის გამონაყარი (ამობურცული, კოპისმაგვარი), რომელსაც გარშემო ერთგვარი უფერული წრე აქვს.
რწყილის ნაკბენი იშვიათად იწვევს სერიოზულ და ხანგრძლივად მიმდინარე ჯანმრთელობის პრობლემებს, თუმცა მცირე ხნით დისკომფორტსა და მსუბუქ გაღიზიანებას ნამდვილად იგრძნობთ. თუმცა ზოგიერთი რწყილი დაავადებებს ავრცელებს, შესაბამისად, მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ნაკბენი სავსებით შესაძლებელია სერიოზული იყოს და მწვავე სიმპტომური გამოვლინებაც ჰქონდეს.
რწყილები აქტიურდებიან თბილ ამინდში - გარე სივრცეში იზიდავთ გრილი, ჩრდილიანი ადგილი.ცხოვრობენ ხეების გარშემო, ფოთლებში, მაღალ ბალახში, ბუჩქებში. თუ ასეთ ადგილას ცხოველი გაივლის, რწყილი მის სხეულზე აცოცდება.
ძაღლებს, კატებსა და სხვა ცხოველებს რწყილები ჰყავთ ყურის, კისრის, ზურგისა და მუცლის არეში. თუ ცხოველი ქუჩიდან სახლში შემოვა სავსებით შესაძლებელია რწყილი მისი სხეულიდან გადმოხტეს და დაიმალოს, მაგალითად, ხალიჩის ქვეშ, ავეჯის უკან, ლოგინში, იატაკის ბზარში.
რწყილები ადამიანებსაც კბენენ, თუმცა უფრო ხშირად აწუხებენ ძაღლებსა და კატებს. ვინაიდან კატასა და ძაღლს ადამიანზე მეტი თმა აქვს რწყილსაც მათი ორგანიზმი მოსწონს, კომფორტულად იმალება ბეწვში.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21718-flea-bites