ალოე ვერა

ალოე ვერა

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ალოე ვერა?

ალოე ვერა ცნობილია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტისეპტიკური თვისებებით.

იგი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს და სწორედ ამის გამო ერთ-ერთ შეუცვლელ სამკურნალო საშუალებად ითვლება კანის ზოგიერთი პრობლემის განკურნებისა და ჭრილობის შეხორცების პროცესში.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ალოე ვერა ეფექტური ტოპიკური სამკურნალო საშუალებაა პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობების დროს. ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევაში ექსპერიმენტზე დაყრდნობით მითითებულია, რომ პაციენტებში შეძლო სიწითლის, ქავილისა და ინფექციის გავრცელების პრევენცია, ამასთან, გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდა შეხორცების პროცესს.

ალოე ვერა ცნობილია როგორც ტოპიკური გელი, რომელსაც კანის დაბერების შენელება შეუძლია. 2009 წელს საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა, კერძოდ, 45 წელს გადაცილებული 30 ქალი ალოე ვერას იყენებდა. შედეგმა აჩვენა, რომ გელმა გაზარდა კოლაგენის რაოდენობა და გააუმჯობესა კანის ელასტიურობა 90 დღის ვადაში.

ალოე ვერა გამოიყენება როგორც კარგი დამატენიანებელი და ეს ინგრედიენტი ეფექტურია მშრალი კანის მდგომარეობების სამართავად.

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/318591