მზის სხივების დადებითი გავლენა ორგანიზმზე

მზის სხივების დადებითი გავლენა ორგანიზმზე

მზის შუქი, მზის სხივი აუცილებელია სიცოცხლისთვის, სასარგებლოა სხვადასხვა სისტემისა და ორგანოსთვის.

დიახ, ჭარბი დოზით ულტრაიისფერი გამოსხივება, შუადღის მზეზე ქუჩაში სეირნობა თუ სანაპიროზე რუჯი ძალიან საშიშია და არაერთი დაავადების, მათ შორის კანის კიბოს ჩამოყალიბების რისკ-ფაქტორია, თუმცა თუ სათანადო ზომებს მიიღებთ, მაგალითად, ბუნებაში ინებივრებთ ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულ დროს (დილით ადრე და საღამოს), ისარგებლებთ მზისგან დამცავი კრემით, ორგანიზმს სხივების სარგებლის შეთვისებაში დაეხმარებით.

სწორი ბალანსის დაცვით ბუნებრივი გზით გაიმდიდრებთ D ვიტამინსა და სხვა მინერალებს.

მზე აუცილებელია:

  • ჯანმრთელი ძვლისთვის;
  • კალციუმის დონის სტაბილირებისთვის;
  • ანთებითი პროცესის შესამცირებლად;
  • იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
  • არტერიული წნევისთვის;
  • მშვიდი ძილისთვის;
  • სტრესთან გასამკლავებლად;
  • განწყობის გასაუმჯობესებლად;
  • ტკივილის გასაყუჩებლად;
  • ჭრილობის შესახორცებლად;
  • რელაქსაციისთვის;
  • ბედნიერებისთვის;
  • კარგი განწყობისთვის;
  • მოტივაციისთვის;
  • დეპრესიის რისკის შესამცირებლად.

 

 

წყარო: 

https://www.medicalnewstoday.com/articles/benefits-of-sunlight