მიმიკური ნაოჭები

მიმიკური ნაოჭები

ასაკის მატებას თან ახლავს ნაოჭების გაჩენა.

სტატიკური ნაოჭები ყალიბდება ასაკის მატების, არაჯანსაღი ცხოვრების სტილის, მზეზე დიდხანს ყოფნის გამო. როდესაც ასაკი გვემატება კანი გაცილებით ნაკლები რაოდენობის კოლაგენს გამოიმუშავებს, რაც ნაოჭებით გამოიხატება. ნაოჭები გაცილებით შესამჩნევია მშრალი კანის მქონე პირებში და იმ ადამიანებში, რომლებმაც სახეზე ცხიმი დაიკლეს.

სტატიკურისგან განსხვავებით მიმიკური ნაოჭები სახის ემოციების გამომხატველი კუნთების ძლიერი აქტივობის შედეგად ჩნდება. ნებისმიერი ემოცია შეიძლება გახდეს მიმიკური ნაოჭებისა თუ ხაზების ჩამოყალიბების მიზეზი.

დროსთან ერთად კანი ელასტიურობას კარგავს და ნაოჭებიც სიღრმეს იძენს, შესაბამისად, მუდმივად რჩება სახეზე.

მიმიკური ნაოჭების გასწორება შესაძლებელია ესთეტიკის ცენტრებში, შესაბამისი კოსმეტიკური ინექციით. პირველადი შედეგი შესამჩნევია 2-3 დღეში, ხოლო სრული ეფექტი მიიღება პროცედურიდან 1 კვირის შემდეგ.

წყარო:    

http://www.krak-medica.pl/mimic-wrinkles-expression-lines-of-the-lower-and-upper-parts-of-the-face/