კანის ელასტიურობა.
კანის ელასტიურობის დაკარგვა ასაკის მატების პროცესის ბუნებრივი ნაწილია. ელასტიურობა არის კანის უნარი გაიწელოს/გაიჭიმოს და შემდეგ პირვანდელ ფორმას დაუბრუნდეს.
სამედიცინო ენაზე ტერმინ ელასტოზით განიმარტება მდგომარეობა, როდესაც კანი ელასტიურობას კარგავს - ამ დროს ადამიანი ამჩნევს თუ როგორ იძენს კანი ერთგვარ ტყავისმაგვარ იერს, ხდება ნაოჭიანი, ჩამოკიდებული.
ასაკის მატება ნამდვილად დასაფასებელი საჩუქარია, თუმცა გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია შეანელოთ კანის დაბერების პროცესი. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ გავრცელებულ მიზეზებს, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება ელასტიურობის დაკარგვის მაპროვოცირებელი, შესაბამისად, შეძლებთ მოერიდოთ რისკ-ფაქტორებს.
მოგეხსენებათ, კანი ორგანიზმის უდიდესი ორგანოა, რომელიც რეაგირებს როგორც თქვენს ცხოვრების წესზე, ისე გარემოზე - თავისთავად, დიდ როლს თამაშობს გენეტიკა, გენეტიკური წინასწარგანწყობა.
ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს კოლაგენსა და ელასტინს. ელასტინი ცილაა, რომელიც კანისშრის შემაერთებელ ქსოვილშია მოთავსებული.
ელასტოზის ჩამოყალიბებას აჩქარებს და ასევე უკვე მიმდინარე პროცესს ამწვავებს გარემო და ცხოვრების სტილი.
განსაკუთრებით მავნებელია:
გაითვალისწინეთ, სავსებით მოსალოდნელია კანმა ელასტიურობა დაკარგოს თუ სწრაფად და მცირე დროში დაიკლებთ ჭარბ წონას.
წყარო:
https://www.healthline.com/health/beauty-skin-care/skin-elasticity#prevention